The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნაცვლიშვილი

გიორგი ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2001  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1960წწ. მუშაობდა მოსკოვში, ქირურგიის ინსტიტუტსა და I სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრაზე, ამავე პერიოდში 4 წლის განმავლობაში იყო ბელორუსიის სამხედრო ოლქის სამხედრო ზურგის ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი; 1960–1968წწ. მუშაობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტში. 1968 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 156 სამეცნიერო ნაშრომის და 5 მონოგრაფიის. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულმკერდის აორტოგრაფიის საკითხები", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აორტის და მაგისტრალური არტერიების რენტგენო–კონტრასტული გამოკვლევების მეთოდები", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაცია, თავმჯდომარე (1998-)
  • ევროპის ანგიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრობლემური კომისიის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1983 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1975 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: