შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მოსიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისის. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1965 წელს იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1991 წლიდან ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 170 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციურ ასიმეტრიას. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირობითი რეფლექსები კორძიანი სხეულის გადაკვეთის შემდეგ"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ჰემისფეროთა წყვილადი და განცაკევებული მუშაობის შესახებ", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.208; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |