შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ მალაზონია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი. 1908-1911წწ. იყო სოფელ ძიმითში სასოფლო სამმართველოს დამტარებელი; 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში; 1925 წლიდან მუშაობდა ბათუმში ჯერ ინდუსტრიულ ტექნიკუმში აღმზრდელ - მასწავლებლად, 1926 წლიდან საცხოვრებლად ბათუმში გადადის და იწყებს ჟურნალისტურ მოღვაწეობას; ნესტორ მალაზონიას პოეტური დებიუტი 1921 წელს შედგა; 1929 წლიდან მუშაობს განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, 1931-1933წწ. თავმჯდომარედ; 1933-1935წწ. ხულოს რაიონული გაზეთის რედაქტორად; 1935-1937წწ. აჭარის განათლების კომისარიატის კადრების გამგედ; 1938-1941წწ. ბათუმის სახელმწიფო გამომცემლობის წარმოების უფროსად; 1941-1951წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭარის სტილისტ–მთარგმნელად; 1951 წლიდან გამომცემლობა სახელგამის რედაქტორია; 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი, პირველი კრებული 1938 წელს გამოიცა. ავტორია წიგნებისა: "პატაკი ოქტომბერს", "გულიზარი" (პოემა), "გულის ხმა" (ლექსების კრებული), "ჩვენი ყვავილები", "თაგვი", "დაბადებულან გმირები" (ლექსების კრებული), "რჩეული" (ლექსების კრებული); პოპულარობით სარგებლობდა მისი კრებულები: "გულიზარ" (1940), "რჩეული" (1951), "რჩეული ლექსები და პოემები" (1962), "რამაშა" (1968), "შავი ზღვის პირას" (1969), "ორი გასროლა" (მოთხრობა, 1970), "რჩეული" (1972), "მეხუთე სიჭაბუკე" (1976), "რჩეული (1982) და სხვა. ნესტორ მალაზონიას სახელი მიენიჭა ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 – თბ., 2013.-გვ.645; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.167 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |