The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არისტო ჭუმბაძე

არისტო ჭუმბაძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 1971  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კლდეეთი, ზესტაფონის რაიონი.

სწავლობდა პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1905-1911წწ.

1912-1914წწ. რედაქტორობდა გაზეთ "კოლხიდას" და სხვადასხვა ჟურნალებს; 1919 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი დემოკრატიულ ქვეყვებში სტოკჰოლმსა და ანკარაში; 1922-1924წწ. წითელი ჯვრის საზოგადოების უცხოეთის განყოფილების გამგე; 1925-1926წწ. სახკინმრეწვში სასცენო განყოფილების გამგე; 1933-1935წწ. საქართველოს ცაკის საერთო განყოფილების გამგე; 1936-1949წწ. მუშაობდა სტილისტად  საქართველოს სააგენტოში და გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში; იყო გაზეთ "კოლხიდას" ერთ–ერთი დამაარსებელი; 1908 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ჟურნალ "ნაკადულში". ავტორია მოთხრობებისა: "იდუმალი ძალა"(1927), "ხუთი ქიმი"(1934), "უნასთა ბუდე"(1937); ნათარგმნი აქვს – ა. ფადეევის "განადგურება", ლ. ტოლსტოის "ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე", სალტიკოვ–შჩედრინის "პომპადურები", ანტონოვსკაიას "დიდი მოურავი", მ. გორკის მოთხრობები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.412

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიურ მწერალთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • საქართველოს ხელოვანთა კულტურული კავშირის მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1928-1929)
  • სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია, მდივანი (1931-1932)
  • ქართველ მწერალთა აკადემიური კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია

  • მადამ ბოვარი : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 352გვ.. - ISBN: 978-9941-422-92-8
  • უნასთა ბუდე : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ფედერაციას გამომც. და სტ, 1937. - 151გვ.
  • ხუთი ქიმი : მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, პ/ტრ. 1-ლი სტ., 1931. - 98გვ.
  • იდუმალი ძალა : მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, საქართ. წითელი ჯვრის სტამბა, 1925. - 215გვ.

გააზიარე: