შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ გარიყული
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარა გუბი, ქუთაისის რაიონი. 1902-1904წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში მსახიობად; 1920-1926წწ. გორის თეატრში; 1927-1941წწ. თბილისის კინოსტუდიაში; 1905-1917წწ. თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ–გაზეთებში, ჟურნალ "ნაკადულში", ქუთაისის გაზეთ – "სამშობლოში" და "ჩვენ მეგობარში"; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "ცხოვრების მსხვერპლი" გაზეთ "ცნობის ფურცელში"; 1941-1944წწ. ჟურნალ "მნათობმა" დაბეჭდა მისი მოთხრობები მიძღვნილი სამამულო ომისადმი: "შემთხვევა", "დედა", "დურგალი მიხეილი"; ავტორია შემდეგი ნაწარმოებებისა: "ცხოვრების მსხვერპლი", "ჩვეულებრივი ამბავი", "სოფლის მსუნაგები", "ჩინოვნიკები", "იმ დღესაც", "საიდუმლო", "კატო", "განვლილი გზა" (1946, მოგონებები), "ასეთი გაზაფხული" (1951, მოთხრობა). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.6 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |