შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ რუხაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქუტირი, წულუკიძის რაიონი (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი). ლექსებს ბეჭდავდა "კვალში", "მოამბეში", "თანამედროვე აზრში" და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. 1898-1899წწ. გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი "ლექსები და მოთხრობები", რომლებიც 1902 წელს აკრძალა ცენზურამ. მისი კრებულებია: "ცისკარი" (1904), "თაიგული" (1910), "ზღაპრები და არაკები" (1916), "ცხოვრების ყვავილები" (1919), "რჩეული ლექსები" (1931). წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს ალექსანდრე პუშკინის პოემები. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1919 წელის 12 იანვარს გაზეთმა "ერთობამ" გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას). მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე "საღამო სოსიას ღელე" ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.337; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |