შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი აბზიანიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. მუშაობდა თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს II ქირურგიულ განყოფილებაში; 1974–1976წწ. თბილისის სასწრაფო–გადაუდებელი დახმარების ცენტრალურ სადგურში; 1976–1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში მიკროქირურგიის ლაბორატორიისა და კლინიკის უმცროს, შემდგომ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1986–1993წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 367–ე ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში; 1993 წლიდან ხელმძღვანელობს აგრეთვე რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული და კონსერვატული ანგიოლოგია–ფლებოლოგიის განყოფილებას; 1986 წლიდან სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიისა და კლინიკის ხელძღვნელია. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 საავტორო მოწმობა, 20–ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადება. მისივე ხელმძღვნელობით, პირველად საქართველოში მიიღეს ენდოთელური უჯრედები და აწარმოეს მათი კულტივაცია, აქვე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური პროთეზები და მოხდა მათი ექსპერიმენტული აპრობაცია. ასევე მისი ხელმძღვნელობით დაცულია სამი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცა. არის სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეოლიზური ფერმენტებით დამუშავებული არტერიული ქსენოტრანსპლანტატები და მათი გამოყენება არტერიის პლასტიკისათვის", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზით დაზიანებული აორტის ტერმინალური ნაწილის და ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების ქირურგიული მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 9; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |