შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელზა ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1977წწ. ზესტაფონის რაისაავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1993წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებს, ეკუთვნის ერთი გამოგონება. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცირკულაციაში მყოფი იმუნოციტების კლინიკურ–პათოგენეზური მნიშვნელობა 13 ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.102 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |