შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში 1943-1946წწ; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1954 წწ. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955). 1963-1973 წწ. იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1973-2006 წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინო ფაკულტეტის კათედრის გამგე; გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956), "მაია წყნეთელი"(1959), "განძი" (1961), "ზღვის ბილიკი"(1962), "ჯარისკაცის მამა" (1964), "ღიმილის ბიჭები" (1969), "ნერგები" (1972), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980). მიღებული აქვს ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალის I პრემია, ფილმისთვის "მაგდანას ლურჯა" (1956); კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო", "მაგდანას ლურჯა" (1956); მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, I პრემია, დიპლომი, ფილმისთვის "ჩვენი ეზო" (1957); დელის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "განძი" (1961); რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); კორკშის (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); მოსკოვის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები" (1973); ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები" (1973); ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, დიპლომი (1981); საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, ქართულ კინო ხელოვნებაში დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის (2013). ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტ. ფსევდონიმი დია ჩიანელი) შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.175; burusi.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.297; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.444 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |