შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ იოსელიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის კონსერვატორია 1952 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეობს საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი" (1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976), "ბასკთა ქვეყანაში" (1983), "მთვარის რჩეულნი" (1984), "პეპლებზე ნადირობა" (1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა" (1969), "თუჯი" (1964), "საპოვნელა" (1959). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |