The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარასი კვარაცხელია

ტარასი კვარაცხელია
Date of birth:10 March, 1889
Date of death:27 August, 1951  (at 62 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანკტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე.

1914-1916წწ. ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932წ. იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936წ. ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. სამეცნიერო კვლევის დარგში მოღვაწეობის პირველ წლებში ძირითადად მუშაობდა მეხილეობაში, შემდგომში მუშაობა მეტწილად მიეძღვნა გარემო პირობების გავლენის შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარებაზე, ნიადაგის ეროზიული ,მოვლენებს და მასთან ბრძოლის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი შრომა. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1946).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. -გვ. 489; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 651-652; ტარასი კვარაცხელია (1889-1951) = Тарасий Кварацхелия (1889-1951) : ბიობიბლიოგრაფია / საქ. სსრ მეცნ. აკად., ცენტრ. სამეცნ. ბიბ-კა; შემდგ.: ნ. ბაღათურია, ი. დუდუჩავა.-თბილისი, 1980.-გვ.92 : science.org.ge

Member of Organizations

  • ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: