The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ჩოგოვაძე

გოჩა ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 2022  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1963 წელს; სამეცნიერო სტაჟირება დარმშტატის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (გერმანია) 1969 წელს;

1971 წელს მისი თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას. 1981-1986წწ. მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის "ინფორმატიკა განათლებაში" ინფორმატიკის განყოფილების უფროსად. 1986-1988წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1988-1994წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. 1994-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში; 1994-2004წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; 1999-2003წწ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი;2001-2003წწ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; 2004 წლიდან იუნესკოს  გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი;  მის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი "ფრანკოფონიის" წევრი გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, სადაც მზადდება კადრები ინფორმატიკისა და ეკონომიკის სპეციალობებში; არის 20 მონოგრაფიის, 6 გამოგონებისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნების და ასოციაციების მედლებით. პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.175

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის (ზალცბურგი) მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საერთაშორისო მოძრაობის "პროფესორები მშვიდობისათვის" მოსკოვის ბიურო, წევრი
  • საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება (UATI), პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • საინჟინრო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭო(ICET), მმართველობის წევრი
  • საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1993-)
  • ჩეხეთის უნივერსიტეტი (CVUT, პრაღა), საპატიო დოქტორი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
  • საფრანგეთის ორდენი "აკადემიური პალმის კომანდორი"
  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: