The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბესალომ ვეკუა

აბესალომ ვეკუა
Date of birth:1 November, 1925
Date of death:19 February, 2014  (at 88 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Paleoanthropologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ინჟინერ-გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მხაზველი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1957-1979წწ. დირექტორის მოადგილე, 1979 წლიდან ხერხემლიანთა განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 229 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალქალაქის პლეისტოცენურ ძუძუმწოვართა ფაუნა", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Квабебская фауна акчагильских позваночных", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს ეროვნული მუზეუმი: museum.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.172; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს ტერიოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი (1995-)
  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო"
  • 2003 - ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: