შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი წერეთელი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1987წწ. პოლიტპატიმარი; 1987-1988წწ. იყო არქეოლოგიური ექსპედიციის არქეოლოგი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს თეოლოგიური წერილების კრებული და ლექსების კრებულები; არის მრავალი პოლიტიკური დოკუმენტის, განცხადების, მიმართვის, დეკლარაციისა და პროგრამის ავტორი. გამოცემული აქვს ვახუშტი კოტეტიშვილის ირანული პოეზიის თარგმანები. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.387; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |