The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1960
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 2021  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ინჟინერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა–ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1986წწ. იყო მოსკოვის ოლქის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ფილიალის ინჟინერი; 1990–1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993–2000წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე; 2000–2006წწ. საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. 2006-2021წწ. იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის : "ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო–საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ–რუსულ–ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი" (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა – ინტერნეტ გამოცემა (2001); ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი "ქართულ ასო–ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია" (2003–2004) და სხვა. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინტერნეტის განვითარების ჯგუფი, დამფუძნებელი, გამგეობის წევრი (2000-)
  • საქართველოს ბიბლიოთეკების ავტომატიზაციის ასოციაცია, დამფუძნებელი, გამგეობის წევრი (1995-)
  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, გამგეობის წევრი (2004-)
  • საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-2013)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: