The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა კორძაია–სამადაშვილი

ანა კორძაია–სამადაშვილი
სხვა სახელი:სოფიო კირვალიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1989-1993წწ. იყო გამომცემლობების: "BBT", 1993-1999წწ. "სომაპრეს" რედაქტორი; 1998 წელს ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004წწ. გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი. 2005 წლიდან არის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ჟურნალისტი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წელს. მისმა მოთხრობების კრებულმა "ბერიკაობა", რომელიც სოფიო კირვალიძის ფსედონიმით გამოქვეყნდა, ლიტერატურული პრემია "საბა" (2003) დაიმსახურა; 2011 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი "შუშანიკის შვილები"; 2013 წელს - "ვინ მოკლა ჩაიკა", რომლისთვისაც როგორც წლის საუკეთესო ქართულენოვანი რომანის ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მისი ბოლო რომანია "ზინკა ადამიანი" (2018). ანა კორძაია-სამადაშვილი, ასევე, გერმანულენოვანი ლიტერატურის მთარგმნელიცაა. ნათარგმნი აქვს ერიხ მარია რემარკის, ჰერტა მიულერის, ელფრიდე იელინეკის, კორნელია ფუნკეს, სეეს ნოტებოომის და სხვათა ნაწარმოებები. საუკეთესო თარგმანისთვის მიღებული აქვს  გოეთეს ინსტიტუტის ჯილდო (1998). კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემოქმედებითი წერის კურსს უძღვება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ტექსტის ლინგვო–სტილისტური ანალიზი", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, წლის საუკეთესო ქართულენოვანი რომანი
    ვინ მოკლა ჩაიკა? : რომანი / ანა კორძაია-სამადაშვილი .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.- 160გვ.
  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ბერიკაობა : მოთხრობები / სოფიო კირვალიძე .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2003. - 110გვ.

ბიბლიოგრაფია

  • ვინ მოკლა ჩაიკა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-15-808-7
  • შუშანიკის შვილები : ერთი რომანის სცენარი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 119გვ.. - ISBN: 978-9941-15-312-9
  • ქურდების მბრძანებელი (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 331გვ.. - ISBN: 978-9941-15-218-4
  • მე, მარგარიტა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 184გვ.. - ISBN: 99940-30-34-5

გააზიარე: