შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო, ვანის რაიონი. დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950წწ. საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კ. ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.135 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |