შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ვეკუა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფოლი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1937 წელს. 1957 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა განყოფილების გამგე; 1975 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1961 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება კოპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები რამდენიმე უცნობი ფუნქციის შემთხვევაში ჰილბერტის წყვეტილკოეფიციენტებიანი ამოცანისა და წყვეტილკოეფიციენტებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემების შესახებ. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979. -გვ.346-347 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |