The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ესაძე

რეზო ესაძე
ოფიციალური სახელი:რევაზ ესაძე
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1934
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 2020  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, მხატვარი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში.

1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის  უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის "ჭინჭრაქას" რედაქტორი; 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის  მასწავლებელი; 1960 და 1974-1989წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის", 1965-1974წწ. "ლენფილმის" რეჟისორი; 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი; 1979-1989წწ. გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენი; რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზები. 2019 წლის თებერვალში კინო თეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.236

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კემბრიჯის, ვაშინგტონის,მიუნხენის "ლენბახჰაუზის" საერთაშორისო კატალოგების საბჭო, საპატიო წევრი
  • რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1966-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1966-2020)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1978 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ბიალონი : კინორეჟისურის შესახებ : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, კენტავრი, 2012. - 252გვ.
  • რაშის მონოლოგი (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2003. - 118გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2001. - 80გვ.

გააზიარე: