შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ თევზაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1959-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993-2007წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. მეცნიერული ინტერესების სფერო: გერმანული და ქართული ფილოსოფიის ისტორია. გამოქვეყნებილი აქვს 218 ნაშრომი, მათ შორის, 9 მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაცი თემა - "თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია", დაიცვა 1963 წელს. წყარო: burusi.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |