შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო შანშიაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ჯუგაანი. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ ტიბაანის მონასტრის სამრევლო სკოლაში მიაბარეს. 1901 წელს მან სწავლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო, სადაც რევოლუციურად განწყობილი ახალი თაობის გავლენის ქვეშ მოექცა და 1904 წელს სასწალებლიდან გარიცხეს. ერთი წლის შემდეგ ქართულ გიმნაზიაში შედის სასწავლებლად. 1907 წელს იქედანაც რიცხავენ და რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო აპატიმრებენ. 1911 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა შვეიცარიაში. აქედან 1912 წელს ჩადის გერმანიაში და ჯერ ბერლინის, შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტში ისმენს ლექციებს. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, იძულებული გახდა ხელი აეღო უმაღლესი განათლების მიღებაზე და სამშობლოში დაბრუნდა. 1914 წელს მან დაიწყო გაზეთ “საქართველოს” გამოცემა. 1917 წელს იყო ჟურნალ "მერანის" რედაქტორი. ამავე წელს დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ეწეოდა, როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით საქმიანობას – წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს. სანდრო შანშიაშვილი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ევროპული მოდერნიზმის თეორია შემოიტანა საქართველოში. ტიციან ტაბიძე მას თავის მასწავლებლად და სიმბოლიზმის ''აკვნის დამრწევად" მიიჩნევდა. 1923 წელს ს. შანშიაშვილი თბილისში დაბრუნდა და 1927 წლამდე ჟურნალ "დროშის" მდივნად მუშაობდა. ქართული თეატრების სცენებზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: "ბერდო ზმანია", "ანზორი", "ლატავრა", "არსენა" და სხვა. მას ეკუთვნის 20–მდე ორიგინალური და 15–მდე ნათარგმნი პიესა. თარგმნა გოეთეს, შილერის, შექსპირის და პუშკინის ნაწარმოებები. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. -გვ.365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |