შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კაჭახიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს. სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. 1932 წელს გამოაქვეყნა ლექსთა პირველი კრებული "ჩემი პირველი უჯრედი". საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები "ის უბანი და ის კარმიდამო", რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს. მისი ლექსები მეგობრობასა და სიყვარულს ეხება და ნათარგმნია ბევრ უცხო ენაზე; მან არაერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: "ალუბლები ყვავიან", "სწავლასა და სიხარულში", "მალხაზებისათვის არც მიმღერია" და სხვა;1966 წელს გამოსცა მონოგრაფია "შიო მღვიმელის ცხოვრება და პოეზია". ეწეოდა რედაქტორულ მოღვაწეობას. იყო საბავშვო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის" და საბავშვო წიგნის გამომცემლობის "ნაკადულის" განყოფილების გამგე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.210; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 180 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |