The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ასათიანი

ლევან ასათიანი
ოფიციალური სახელი:ლავრენტი ასათიანი
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 1955  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1925 წელს.

მუშაობდა ჟურნალ "მნათობის" პასუხისმგებელ მდივნად, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ლ. ასათიანის საყურადღებო ნაშრომებია: "ვოლტერიანობა საქართველოში", მიძღვნილი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწერლებისადმი; "ძველი საქართველოს პოეტი ქალები", რომელშიც გამოქვეყნებული აქვს ქართული მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებებიც; ვრცელი მონოგრაფია "ცხოვრება აკაკი წერეთლისა". მისი მრავალი წერილი აშუქებს ქართველ კლასიკოსებისა და საბჭოთა მწერლების შემოქმედების, აგრეთვე ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო საკითხებს. ლ. ასათიანის რედაქციით გამოცემულია ქართველ კლასიკოსთა თხზულებანი ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.63

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: