შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო ეული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ზომლეთი. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელთან არსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. მძიმე ოჯახური პირობების გამო იძულებით მიდის ფოთის ნავსადგურის მუშად. 1909 წლიდან მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ფოთში, შემდეგ ბაქოში, სადაც 1916 წელს დააპატიმრეს და ბაქოს ბაილოვის საპყრობილეში მოათავსეს. 1917 წლიდან იგი კვლავ საქართველოშია. ამავე წელს შედის ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1920 წელს მუშაობდა არალეგალურ გაზეთ "კომუნისტში", შემდეგ იყო მისი რედაქტორი. 1920 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა და კვლავ საპყრობილეში ჩასვა. ქუთაისის ციხეში დაწერა ლექსი "წითელ საქართველოს". მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლიტერატურული ჯგუფ "პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი მეთაური გახდა. იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი. 1931 წლის იანვარში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, რომელიც ამავე წლის 25 თებერვალს საზეიმოდ გახსნა. მისი ხელმძღვანელობით ფონდებიდან ამოიღეს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველი გამოცემები და საჯარო ბიბლიოთეკა გახდა საბჭოთა პროპაგანდის ცენტრი. სანდრო ეული კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო 1931-1936 და 1944-1962წწ. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. -გვ. 140 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |