Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. ა. თუმანიშვილ-წერეთელს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 წელს ჟურნალ "მნათობში" თანამშრომლობდა, ხოლო 1890 წელს მან დააარსა ჟურნალი "ჯეჯილი". იგი იყო ჟურნალ "კვალის" თანარედაქტორი. მისი პირველი თარგმანი (ალფონს დოდეს მოთხრობა "მარშლის გულმტკივნეულება") დაიბეჭდა 1876 წელს, პირველი ორიგინალური მოთხრობა "მამის მსხვერპლი" - 1880 წელს. მას ეკუთვნის ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები. 1872 წელს სათავეში ჩაუდგა ქალთა წრეს, რომელიც მიზნად ისახავდა ქალების საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას; თავის სოფელ ხელთუბანში 1884 წელს გახსნა სკოლა, რომლისთვისაც მალე შენობაც ააგებინა; დიდი წვლილი მიუძღვის თბილისში საბავშვო ბიბლიოთეკა-სამკითხველობის დაარსებაში. საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი წერეთელის მეუღლე. წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე : საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალაენდარი : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.9; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.10; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |