The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ასათიანი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1917
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1943  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბარდნალა, ლეჩხუმი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1938 წელს.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1937 წლიდან. 1940 წელს საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობამ გამოსცა მისი ლექსების წიგნი. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ყოველდღიურ ორგანო - გაზეთ "სტალინელის" და შემდეგ გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქციაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ლექსების  გამოქვეყნებისთანავე თვალსაჩინოდ გამოვლინდა მისი პოეზიის თავისებურება, რომელიც  ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავესა და უშუალობასთან, XIX საუკუნის ქართული კლასიკური ლირიკის ტრადიციებთან. ასათიანის  პოეზიის არსებითი თვისებაა მაჟორული ხმოვანება და ეროვნულ-პატრიოტული განწყობილება. ეს განწყობილება ბატონობს მის პატრიოტულ ლირიკაში ("სალაღობო", "კრწანისის  ყაყაჩოები", "ცხრა ძმა ხერხეულიძე"), ძველი საქართველოს ყოფისა თუ პოეტის ბავშვობის  ამსახველ კოლორიტულ სურათებში, ფიროსმანისამდი მიძღვნილ თავისებურ ციკლში ("ფიროსმანის დუქანი", "სასაფლაო", "ანდერძი") და სხვ. ნაადრევი სიკვდილის  წინათგრძნობით აღძრული მწუხარე ფიქრები დაძლეულია სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით, რისი სათავეც მამულის სიყვარულია. საქართველოს ისტორიის მძაფრი პერიპეტიები ლ. ასათიანის პოემებსა ("ასპინძა", "ბასიანის ბრძოლა") და ლექსებში განუყოფლად ერწყმის თანამედროვეობის ცხოველ განცდას. მის პოეზიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ფრაზის  სისადავე, სიტყვის მუსიკალობა, აზრის აფორისტული სიზუსტე, ტევადობა და წრფელი არტისტიზმი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.62; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.557-560

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1940-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: