შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დანიელ ჭონქაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყვავილი, ახლანდელი დუშეთის რაიონი. 1839-1845წწ. სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში; 1851 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1851-1855წწ. ასწავლიდა ოსურ ენას სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში; 1855 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგია; 1855 წელს საკუთარი სურვილით ამოირიცხა სასულიერო წოდებიდან; დ. ჭონქაძე ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ერთადერთი ნაწარმოებია მოთხრობა "სურამის ციხე"(ჟურნ. "ცისკარი", 1859 – 1860 წწ.). იგი პირველი ქართველი მწერალია, რომელმაც თვალნათლივ დაანახვა ყველას ბატონყმური უღლის სიმძიმე და ფაქტობრივად ბრძოლისკენ მოუწოდა ჩაგრულ გლეხობას; ცენზურის თვალის ასახვევად მან მოთხრობას საფუძვლად დაუდო ხალხური ლეგენდა სურამის ციხეზე და მოქმედება შორეულ წარსულში გადაიტანა. "სურამის ციხეში" აისახა საქართველოში სავაჭრო ბურჟუაზიის წარმოშობის პროცესი. მოთხრობის ენა სადა, ხალხის სასაუბრო ენაა. რუსეთის საიმპერიო აკადემიის დავალებით დაიწყო რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა; კრებდა ქართულ და ოსურ ფოლკლორულ ნიმუშებს; დაწყებული ჰქონდა მოთხრობა "ვისი ბრალია?", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ტუბერკულოზით გარდაცვლილი მწერლის ხელნაწერები მის ახლობლებს დაუწვავთ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11 .-თბ., 1987 .-გვ.404; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.118 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |