შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი შამათავა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2011 წელს; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 2016 წელს. არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი. სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია; მისი მოთხრობები იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: "ცისკარი", "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ალავერდობა", "მერანი", "ქართული სიტყვა". პროზაული ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და აფხაზურ ენებზე). თარგმანები დაიბეჭდა "ცოცხალი წიგნების" ინგლისურენოვან ანთოლოგიაში, (2017-2018), ასევე მსოფლიო ხალხთა პროზაულ ანთოლოგიაში (2012-2014); ნაწერები განთავსებულია Lib.ge, Lit.ge-ზე და urakparaki.com-ზე. მისი მოთხრობა "კაენი და სახარება" თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. რუსულ ენაზე თარგმნილი მოთხრობა შესულია მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულში; ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ლექტორი; არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტიპენდიანტი (2009); დაჯილდოებულია: სტუდენტური ლიტერატურული კონკურს "ალერდის" (2011), 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მცირე პროზის" (მოთხრობისთვის "კაენი და სახარება", 2010, II პრემია), წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის (2016), ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2016) პრემიებით; პრემია "მანდარინები" (ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, 2021); არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022). სამართლის დოქტორი (2022). სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში", დაიცვა 2022 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |