The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია
ოფიციალური სახელი:დარეჯან ხიმშიაშვილი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 2017  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს. პირველი მოთხრობა "ჭრელი ხელთათმანები" გამოქვეყნა 1950 წელს. პირველი კრებული "უცნაური დედობილი"-1959 წელს. აღსანიშნავია მისი კრებულები: "თეთრი კენჭი" (1962), "გაზაფხული, მზე და სიყვარული" (1962), "ტატო, ქუდი და ქარი" (1966), "გოლიათი კაკალი" (1969), "ბროლის ციგა" (1972), "ჩემი სოფელი" (1973), "ერთი კალთა სიყვარული" (1978), "კენკრა ტკბილია" (1978), "ვარსკვლავები საჩუქრად" (1984), "ბასარა და ტარაბისო" (1988). 2000 წელს გამოიცა მისი რჩეული "ვინ მივა პირველი საქართველოში", 2005 წელს-მოთხრობების კრებული "დედის ლოცვა", ხოლო 2014 წელს-წიგნი "ყოჩივარდები". თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. დაჯილდოებული სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის : საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით; პერსონალური პენსიონერი. კოტე ხიმშიაშვილის და. 2020 წლის 15 მაისს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე კოტე ხიმშიაშვილის სახელობის ქუჩას მიენიჭა დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.129; მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.206

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო საბავშვო და მხატვრული ლიტერატურის საბჭო, წევრი (1985-)
  • საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირი, წევრი
  • სსრკ მწერალთა კავშირის საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის სექციის ბიურო, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 2015 - პრემია "საგურამო"
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1986 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
  • შრომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: