შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა ბუღაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართბელოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი; თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო). მუშობდა სტუდია "აუდიენციაში"; ტელეკომპანიებში" რუსთავი-2", "I არხი"; რადიო "უცნობის", "I რადიოს" გადაცემების ავტორი და წამყვანი; არის ავტორი წიგნებისა: "ყუთი" (პიესების და მოთხრობების კრებული, 1999წ.), "საუკუნის მკვლელობა" (2000), "მესამე სართული" (2003), "ბოლო ზარი" (2004), "25 პ.პ." (2005); პიესებისა: "ოთარი", "ის სკამი და ეს საწოლი", "ბალიში", "დოქტორი ფრანკენშტეინი" (თანაავტორი დ. საყვარელიძე, 1999), "ნუგზარი და მეფისტოფელი", "თეატრი", "აღშფოთებული ტატიანა" და სხვა; რომანების : "ბოლო ზარი" (2004), "ოქროს ხანა" (2006), "კარიკატურისტი" (2008), "ლიტერატურული ექსპრესი" (2009), "LUCRECIA515" (2013). მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები რუსთაველის თეატრსა და თეატრალურ სარდაფში. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე. გაიმართა მისი გრაფიკული ნამუშევრების ორი პერსონალური გამოფენა თბილისსა (1994) და ბაზელში (1995). მიღებული აქვს: გაბროვოს (ბულგარეთი) კარიკატურისტთა ფესტივალის პრემია (1989); ლიტერატურული პრემია "წინანდალი" წლის საუკეთესო პიესისათვის "ოთარი" (1999); საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრემია პიესისათვის "ნუგზარი და მეფისტოფელი" (2004); წიგნის მაღაზიათა ქსელ "პარნასის" პრემია "წლის ბესტსელერი" რომანისათვის "ბოლო ზარი" (2005); წიგნის მაღაზიათა ქსელ "პარნასის" პრემია "წლის ბესტსელერი" რომანისათვის "ოქროს ხანა"(2007); რუსული სახელოვნებო პრემია "ტრიუმფი" დრამატურგიაში (2007); ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის "როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს" (2007); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის "თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის" მეორე პრემია (მოთხრობისათვის "საშინაო დავალება: როსტომ-ხანი", 2010); თეატრალური პრემია "დურუჯი" 2011 წელს სცენაზე განხორციელებული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისათვის ("ნაფტალინი"); BBC-ს რადიოპიესების კონკურსის 2011 წლის გამარჯვებული (პირველი პრემია) პიესისათვის "ნავიგატორი" (ინგლ. თარგმანი მაია ყიასაშვილი). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ. 93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |