The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ბაქრაძე

აკაკი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1999  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1954წწ. მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთ "კიროველში" ლიტმუშაკად; 1955-1968წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო - სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი; 1969-1970წწ. გამომცემლობა "განათლების" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1970-1973წწ. მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1973-1980წწ. რუსთაველის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1988-1989წწ. კ. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თეატრმცოდნე, კინომცოდნე, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ლიტერატურათმცოდნის, ისტორიკოსისა და გერმანისტის ლაშა ბაქრაძის მამა. 

წყარო: ლაშა ბაქრაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • რუსთაველის საზოგადოება, პრეზიდენტი (1989-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: