შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ თითმერია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1973-1975იყო ალმანახ "კრიტიკის" და ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" (1976-1984) პასუხისმგებელი მდივანი; 1985-1987წწ. საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი; 1996 წლიდან იყო გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურულ - კრიტიკული წერილების კრებულები, შემდგენელია კრებულებისა: "იაკობის სამრეკლო" (1990), "აკაკის სამრეკლო" (1990) და სხვა; თარგმნა ვ. შუკშინის მოთხრობების კრებულები: "მგლები" (1978) და "წყენა" (1987), დ. გრანინის "მიზნის არჩევა" (1977), XI საუკუნის იაპონელი მწერალი ქალის სეი-სიონაგონის რომანი "მარტოობის ჟამის ჩანაწერები" (1983); XIII საუკუნის II ნახევრისა და XIV საუკუნის დასაწყისის იაპონელი მწერალი ქალის ნიძიოს რომანი "საჩუმათო ამბავი" (1987), ლ. ტოლსტოის "რა არის ხელოვნება?" (1984) და "მოთხრობები, ნამდვილი ამბები, იგავ-არაკები" (1988), ე. ედიგეის "თვითმკვლელის დღიური" და ი. ხმელნიცკაიას "რა თქვა მიცვალებულმა" (1989), ა. ქალანთარიანის რომანი "მარათონი", სალვადორ დალის "ერთი გენიოსის დღიური"(1988) და სხვა. მიღებული აქვს ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.68; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.65 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |