შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ცომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარა კვათანა, აბაშის რაიონი. 1938 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგიის სპეციალობაზე, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში; 1942 წელს დაამთავრა ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებელი. ომის პერიოდში მსახურობდა კრასნოვოდსკის, ასტრახანის და გომელის სამხედრო ნაწილებში; 1945 წელს დემობილიზებულ იქნა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ჰიდროლოგიურ განყოფილებაში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ განყოფილების უფროსად; 1953 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჰიდროპროგნოზების და გლაციოლოგიის სექტორის, ჰიდროლოგიური განყოფილების უფროსი, ლაბორატორიისა და სექტორის გამგე. შეთავსებით სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დოცენტად და პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 165 ნაშრომი. არის 6 კრებულის და 1 მონოგრაფიის რედაქტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მიღებული აქვს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1984), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია ნაშრომისათვის "კოლხეთის დაბლობი: ბუნებრივი პირობები და სოციალურ–ეკონომიკური ასპექტი" (1993). საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თოვლის დაგროვება საქართველოს მდინარეების წყალშემკრებ აუზებში და მისი რეჟიმების პარამეტრების განსაზღვრა", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიან რეგიონებში თოვლდაგროვების კანონზომიერებათა გლაციოლოგიური და ჰიდროლოგიური საფუძვლები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1996 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.286-287; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |