შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ვარდოსანიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა სულხან–საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1979 წელს. 1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ. დ. უშინსკის სახელობის N1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში; 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ; 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად; 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2005-2007 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი; 2008 წლიდან "ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში" მოწვეულ პროფესორად; 2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად. 2018 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მუდმივ რექტორად; 2021 წლის 15 სექტემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), თეოლოგიის დოქტორი (2013), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - გიორგი წერეთელი და XIX საქართველოს ისტორიოგრაფია", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952წწ.", დაიცვა 2002 წელს; სადისერტაციო თემა - "განახლების და რეფორმების ჯგუფის საქმიანობა საქართველოს ეკლესიაში XX საუკუნის 20 -30 იან წლებში", დაიცვა 2013 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |