The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ შუბაშიკელი

მიხეილ შუბაშიკელი
Date of birth:21 December, 1920  (104 years)
Date of death:19??
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1939-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მსახიობი, ასრულებდა საესტრადო ჟანრის ცეკვებს და კონკურსებშიც მონაწილეობდა. დიდი სამამულო ომის პერიოდში ხშირად გამოდიოდა სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უცხო ენათა ინსტიტუტის, კოოპინკავშირის, შრომითი რეზერვების, რესპუბლიკისა სხვა ქალაქების თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივების ხელმძღვანელად. ცეკვები დადგა საქართველოს სსრ ხალხური ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში, მოსკოვის ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლებში - "კოლხიდასა" და "ივერიაში", ლიტვის სსრ ქ. მადონას სახალხო ანსამბლში, კიევის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმათლებლო სასწავლებელში, თბილისის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში, ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიისა და შაუმიანის სახ. სომხურ თეატრებში, ფილარმონიისა და სხვა შემოქმედებით კოლექტივებში. მის მიერ დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ხევსურული სიუიტა", "რთველი", "სატრფიალო წყაროსთან", "ლელო", "ლახტი", "ახალგაზრდობის ცეკვა", "საოხუნჯო ფერხული", "ფერიების ცეკვა", "ჭორიკნები" და სხვა სიუჟეტური ცეკვები. 1947-1962 წლებში შუბაშიკელი მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგედ, ხელმძღვანელობდა საქართველოს პროფსაბჭოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური სახლის ქორეოგრაფიულ განყოფილებას და მეთოდურ-პრაქტიკულ დახმარებას უწევდა რესპუბლიკის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებსა და მათ ხელმძღვანელებს. მას დაბეჭდილი აქვს მეთოდური ხასიათის წერილები "ორი მოხეური ცეკვა", "ხევსურ ქალთა ლხინი", "ქართული ხალხური ცეკვების რეპერტუარი" და სხვა. 1978 წლიდან იგი საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის პედაგოგ-ქორეოგრაფი და გოგონათა ანსამბლ "ფრესკას" ხელმძღვანელია. დაჯილდოებულია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით.

წყქრო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.120-122

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: