The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ნადარაია

რევაზ ნადარაია
Date of birth:11 August, 1979  (45 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს; 2003 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2003 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007-2009წწ. სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2002-2005წწ. - "ადვოკატთა კავშირი XXI", ადვოკატი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნი; 2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2009-2010წწ. - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში; 2010-2016წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე; 2017-2018წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2018-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017-2020წწ. -  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2019 წლის ოქტომბრიდან - საპროკურორო საბჭოს წევრი. 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: