The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირმა გოგოლიძე

ირმა გოგოლიძე
Date of birth:8 July, 1971  (53 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობა 1994 წელს; ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართლისმცოდნეობის სპეციალობა - 1995 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მსოფლიო ისტორია - 2000 წელს.

1999-2002წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, მასწავლებელი; 2002-2006წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2012წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2012-2014წწ. - ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი; 2014-2022წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2015-2019წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2020-2022წწ. - მოწვეული ლექტორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: კავკასია მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში; საერთაშორისო ურთიერთობები; მსოფლიო პოლიტიკა. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. ისტორიის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ბრესტის ზავის შედეგები და საქართველო (ბათუმის ოლქის მაგალითზე)", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


Share: