The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჯაფარიძე

დავით ჯაფარიძე
Date of birth:19 December, 1971
Date of death:22 November, 2002  (at 30 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელის ფერწერის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (ტექსტილის დიზანი, პედაგოგები: თ სამსონაძე, ლ. ქურციკიძე, თ. ჯაფარიძე) 1997 წელს.

სამხატვრო აკადემიის ისტორიის მანძილზე მან პირველმა დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი მხატვრული თექის მიმართულებით; 1994 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;  ძირითადი ნამუშევრები - თექა, გობელენი, ფერწერა; გამოფენები: ქართული კულტურის დღეები (ბელგია, 1993); თბილისი "შერატონი" (1994); პერსონალური გამოფენა (საერთაშორისო "აბრეშუმის გზა" (სეგ თბილისი, 1997); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (პერსონალური გამოფენა, 1994); დათო ჯაფარიძის ნამუშევრები დაცულია ბელგიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ავსტრიის, უნგრეთის, დანიის, კერძო კოლექციებში; საქართველოს მკლავჭიდთა ფედერაციის წევრი და მოქმედი სპორტსმენი 1988 წლიდან 1994 წლამდე; საქართველოს ჩემპიონი (1992) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი; საქართველოს წყალბურთელთა გუნდის "დინამოს" წევრი (1985-1991); მისი ბიოგრაფია შესულია "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" : თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიოგრაფიული ლექსიკონი / პროექტის ავტორი და შემდგენელი ნინო ზაალიშვილი.-თბ.,2000.-624გვ.

წყარო: ნატო ფირცხალავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1998-2002)

Share: