Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ აბულაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (საღამოს განყოფ.) 1977 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა სიღნაღის სახალხო თეატრში დაიწყო, ჯერ თეატრის სცენის მუშად, შემდეგ რეჟისორის თანაშემწედ. 1976-1980 წლებში მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში კორესპონდენტად, შემდეგ ხელოვნების განყოფილების გამგედ. 1981 წლიდან გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" რედაქციაში კორესპონდენტად, შემდეგ ხელოვნების განყოფილების გამგედ, პასუხისმგებელ მდივნად, შემდგომ პასუხისმგებელ რედაქტორად. თ. აბულაშვილის პიესები იდგმებოდა საქართველოს დრამატულ თეატრებში: "წეროს გუთანი უბია" (ახალციხის, 1983), "სიცოცხლემისჯილი ტყვე" (თელავის, 1985), "ფრინველების საქორწინო ცეკვები" (ოზურგეთის, 1986), "სამიარუსიანი ქალაქი" (ჭიათურის, 1987), "თოჯინების სოფელი" (ახალციხის, 1998), "დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში" (ცხინვალის, 2001). აბულაშვილი 1981 წლიდან ბიჭვინთა-ქობულეთის დრამატურგთა თათბირ-სემინარის უცვლელი მონაწილეა. მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიები (1984, 1999 და 2002 წლებში მოთხრობებისთვის: "წეროს გუთანი უბია", "თოჯინების სოფელი" და "დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში"). მისი პიესები და მოთხრობები გამოცემულია ცალკე წიგნებად. მისი მოთხრობები თარგმნილია: რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, თურქმენულ ენებზე. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.36 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |