The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ თუშმანიშვილი

Date of birth:1 September, 1878  (146 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში.

1897-1900წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზების თბილისის მთავარ სახელოსნოში ზეინკლად. იგი იყო სახალხო თეატრის მთავარი დამაარსებელი, ორგანიზატორი და სუფლიორი. სასცენო მოღვაწეობაში 1890 წლიდან, მოწაფეობის დროს ჩაება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუშათა თეატრები არ არსებობდა და მუშები თბილისის გარეუბნებში, კერძო ბინებში მართავდნენ წამოდგენებს,  მ. თუშმანიშვილი ამ დადგმებში მუშაობდა სუფლიორად. 1893 წლიდან გ. ჯაბაურთან და ი. იმედაშვილთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიის შექმნაში, 1923 წლამდე მუშაობდა მოკარნახედ და მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. განსახიერებული აქვს რამდენიმე როლიც, მათ შორის: პეტუა, საქულა, ზაქარია, დათეშია, (ავქ. ცაგარელის "ციმბირელი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "მათიკო", "როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო"); ლალულა (გ. სუნდუკიანის "პეპო"), თევდორე (რ. ერისთავის "ადვოკატები") და სხვ. 1919 წელს სახალხო თეატრის წინაშე დიდი დამსახურებისათვის გადაუხადეს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.100


Share: