The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოკი აბაშიძე

კოკი აბაშიძე
Legal name:კონსტანტინე აბაშიძე
Date of birth:29 June, 1889
Date of death:28 December, 1937  (at 48 years)
Category:Lawyer, Critic, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დილიკოური, შორაპნის მაზრა (ახ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ბათომის (ბათუმის) გიმნაზია; პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1913 წელს.

სალიტერატურო ასპარეზზე 1912 წელს ლიტერატურულ-კრიტიკულ ხასიათის წერილებით გამოვიდა; პირველი წერილები დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ "კოლხიდაში" - "დილეტანტის წერილების" სათაურით (ექვსი ფელეტონი), რომელშიც ავტორი ეხებოდა ი. გრიშაშვილის, ალ. შანშიაშვილის, ალ. აბაშელისა და გ. ქუჩიშვილის შემოქმედებას; შემდგომ  თანამშრომლობდა გაზეთ "სახალხო საქმესა" და "კოლხიდაში", სადაც სხვადასხვა დროს მოთავსებული იყო წერილები: ალ. გერცენზე, ლ. ანდრეევზე, თ. სოლოგუბზე, მ. გორკის, ლ. ტოლსტოის, ალ. ბლოკის შემოქმედებაზე, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის, ალ. ყაზბეგის შემოქმედებაზე და არჩ. ჯორჯაძის ფილოსოფიურ წერილების შესახებ; 1914 წლიდან მუდმივად თანამშრომლობდა გაზეთ "სახალხო საქმეში", სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დაიბეჭდა მის წერილები: "ახალი საქართველო და ეროვნული შემოქმედება" (ექვსი ფელეტონი), რომელშიც ეხებოდა ლიტერატურისა და კრიტიკის საკითხებს, "ი. გრიშაშვილის პოეზია", "გიორგი მაიაშვილი", "ლიტერატურულ კრიტიკის შესახებ" და მრავალი სხვა; საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა თითქმის ყველა ჟურნალ გაზეთთან : "ლომისი", "ილიონი", "ქართულ მწერლობა", "მნათობი", "საბჭოთა ხელოვნება", სადაც მოთავსებულია  წერილები, მოგონებები და მონოგრაფიები: კ. გამსახურდიას, გრ. რობაქიძის, შალვა დადიანის შემოქმედებაზე, "აკაკი წერეთელი", "ვასო აბაშიძე" (დიდი მსახიობის სილუეტი), "გრ. აბაშიძის პოეზია", ალიგიერი "დანტე" და სხვ; მისი რედაქტორობითა და წინასიტყვაობით გამოვიდა: გრ. აბაშიძის თხზულებანი (გამოცემა "ფედერაციისა"), "ნ. აზიანის პიესების" წინასიტყვაობა, მონოგრაფია მოქანდაკე "იაკობ ნიკოლაძეზე", "გიორგი ზდანოვიჩზე" (გიორგი მაიაშვილი); წერილები: მიხ. ჯავახიშვილის, ირ. ევდოშვილის, პ. მ. საყვარელიძის შემოქმედების შესახებ, მონოგრაფია ვლ. ალექსი-მესხიშვილზე; 1918 წელს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დავალებით მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში - მინისტრის პირად მდივანად (გიორგი ლასხიშვილი - სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის ლიდერი), პარალელურად ასრულებდა იურიდიული კონსულტანტის მოვალეობას; საქართველოს სენატის დაარსებისთანავე სამუშაოდ გადავიდა სენატის ადმინისტრაციული განყოფილების მდივნის თანამდებობაზე და პარალელურად მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, როგორც იურიდიული მრჩეველი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თბილისიდან გაუსვლელად მუშაობდა თბილისის ოლქის იუსტიციის დეპარტამენტის გამგეობის წევრად, პარალელურად მუშაობდა მემარცხენე სოციალისტ ფედერალისტების "ფედერალისტთა" ორგანოში; 1921 წლის ბოლოს მიწვეულ იყო საქართველოს სამთო დეპარტამენტის იურიდიულ კონსულტანტად; 1924-1926 წლებში რსფსრ (რუსეთი) და საქართველოს საგამომცემლო საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში; 1926 წლიდან ამიერკავკასიის შრომის სახალხო კომისარიატის იურიდიულ კონსულტანტად; აქვეყნებდა ლიტერატურული კრიტიკული ხასიათის სტატიებს, თუმცა მემარცხენე სოციალისტ ფედერალისტებთან ორგანიზაციულად არ იყო დაკავშირებული; მეგობრებთან ერთად 1923 წელს ქართულ ენაზე გამოსცა ლიტერატურული ჟურნალი "ილიონი". 1924 წლის აჯანყების მონაწილე, რეპრესირებული (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 1956 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულია), იურისკონსული.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1 / გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი; რედ. თეა თვალავაძე.-თბ.,2013.-გვ.594-596; საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge; კოკი აბაშიძე და კულტურულ-საზოგადოებრივი გარემო / ზ. ლომჯარია // კალმასობა.-თბილისი,2002.-აპრილი.-N4.-გვ.14-15

Member of Organizations

  • საქართველოს დრამატული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1921-1924)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1927-1931)
  • სოციალ - ფედერალისტთა პარტია, წევრი (1910-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1915-)

Share: