The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ გირკელიძე

სიმონ გირკელიძე
Date of birth:20 August, 1939
Date of death:3 November, 2020  (at 81 years)
Burial location:მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Sculptor, Painter

Biography

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით 1970 წელს.

მუშაობდა ძირითადად  ქანდაკების ჟანრში. ამის პარალელურად, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 1963 წელს გაიმართა; საბჭოთა სისტემისა და მისი სახელოვნებო პოლიტიკის დაუფარავი კრიტიკის  გამო, არასდროს მიუღია მსხვილ საქანდაკო ფორმაზე სახელმწიფო შეკვეთა, თუმცა, მცირე ჰონორარების მისაღებად, პერიოდულად საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში იღებდა მონაწილეობას; გასული საუკუნის 80-იანების მიწურულს, საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის მეტ-ნაკლებად შესუსტებისა და ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პირობებში, მოქანდაკეებთან – კარლო გრიგოლიასთან, ნეველი ჯიქიასთან  და ფერმწერ ოთარ ჩხარტიშვილთან ერთად, დააფუძნა ასოციაცია "ავანგარდი", რომელიც მხატვრის სახლში იყო განთავსებული; 1988–1991 წლებში, ამავე ორგანიზაციის ბაზაზე, მისი ნამუშევრები გამოიფინა ავანგარდისტული ქანდაკების მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში – ყველა მათგანი 1991 წლის თბილისის ომის დროს, მხატვრის სახლის ხანძრისას განადგურდა;  ამავე პერიოდში, ქალაქში დაიდგა მისი შესრულებული ორი სკულპტურა: პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი (1994) და კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი მისივე სახელობის თეატრის წინ (1998); 2009 წელს მეკლენბურგ – ფორპომერნის (Mecklenburg-Western Pomerania) რეგიონულ კონკურსში გამარჯვებული მისი ნამუშევრები სოლარ ცენტრში გამოიფინას. გირკელიძის ქანდაკებებს  შორის გამორჩეულია კომპოზიცია საბჭოთა ძაღლი, რომელიც ახლადნამშობიარებ, გაძვალტყავებულ მაწანწალა ძუკნას გამოსახავს. რომის სიმბოლოს – კაპიტოლიუმის მგლის გამოსახულებით შთაგონებული სკულპტურა ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემაზე.

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1995-)

Share: