The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ანანოვი

Date of birth:18??
Date of death:1909
Category:Manufacturer

Biography

დაამთავრა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტი.

XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა სატყეო მეურნეობას, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში მისმა ძმამ ივანემ შეიძინა. ინვესტიციები ჩადო დასავლეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, გააშენა ზვარი, სოფელ ვარციხეში ააგო ღვინის ქარხანა, ჩამოიყვანა სპეციალისტები საფრანგეთიდან და დაიწყო ღვინისა და კონიაკის წარმოება. ამასთან, შეიძინა ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის უმეტეს ნაწილს ადგილობრივ გლეხებზე იჯარით გასცემდა, რაც მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენდა. მოგვიანებით გახდა ბაქოს ნავთობმრეწველთა ამხანაგობის "მები მირზოევები და კომპანიის" მსხვილი აქციონერი და დაიკავა ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი. სათავეში ედგა კავკასიის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას, შედიოდა სხვა არაერთი საქველმოქმედო ფონდის მმართველობაში და ინდივიდუალურადაც ეწეოდა ქველმოქმედებას, 1864 წელს დააფინანსა 10 სომეხი მოზარდის მოსკოვში გაგზავნა იქაურ მექანიკურ ქარხანაში, საიუველირო და სამკერვალო სახელოსნოებში, ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სასწავლებლებში პროფესიების დასაუფლებლად. სომეხ ჭაბუკებს საკონდიტრო საქმის შესასწავლად გზავნიდა საფრანგეთში და სხვ. 1890 წელს ქალაქის ბურჟუაზიულმა წრეებმა თბილისის თვითმმართველობის ხმოსნად აირჩიეს. ცნობილი კომერსანტი და ქველმოქმედი 1909 წელს თბილისში გარდაიცვალა. ანდერძით მან სომეხთა საქველმოქმედი საზოგადოებას მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა. ივანე ანანოვის ძმა.

წყარო: გამქრალი ანანოვები / თინათინ ფერაძე // გზავნილი ბაღდათიდან.- თბილისი, 2017.- გვ.54-55


Share: