The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხრან ანანოვი

მიხრან ანანოვი
სხვა სახელი:მაქსიმე ანანოვი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

1900 წლის დასაწყისში, სომეხმა ვაჭრებმა აბაგრ და მიხრან ანანოვებმა მდინარე ყვირილას ნაპირზე, ღვინის ქარხანა და თავადური სახლი ააგეს. ძმები წინა საუკუნის დასაწყისში, ერთერთ პირველ კაპიტალისტებად ითვლებოდნენ და საქართველოსა და ევროპაში ღვინითა და ხე-ტყით ვაჭრობდნენ. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე, მათ თავი საფრანგეთს შეაფარეს, ძმების მიერ აშენებული ღვინის ქარხანა კი, 2005 წლის შემდეგ აღარ მუშაობს. XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე ვაჭარი ივანე ანანოვი იყო. 1888 წელს ივანე გარდაიცვალა და ვარციხის მამულებისა და აჯამეთის ტყეების ექსპლუატაციის საქმე მისმა შვილიშვილებმა – აბგარმა და მიხრანმა განაგრძეს. მიხრანი ღვინის წარმოებას მისდევდა და მიღებული შემოსავლით ზვრებს აფართოებდა. ვაზის ადგილობრივი ჯიშების გარდა, მან საფრანგეთიდან შემოტანილი შამპანური ღვინის ჯიშები – პინო, ალიგოტე, სემილიონი და საკონიაკე ჯიში ფონ-ბლანი გააშენა. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ანანოვმა საფრანგეთიდან კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი ჩამოიტანა და ვარციხის ახლოს, აფხანაურში დაამონტაჟა. დანადგარს ფრანგი სპეციალისტები ამუშავებდნენ, 1905 წლიდან კი საქმეს გიორგი კეპულაძე უძღვებოდა. 1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო "ცოლიკაური"; იქაური ღვინომასალისგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე კი კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა საუცხოო კონიაკი "ვარციხე" შექმნა. მიხრან ანანოვის ღვინის სარდაფები საქართველოს ყველა კუთხეში იყო მოფენილი და ყოველწლიურად ღვინის ქარხნებში 600-700 ათას ლიტრ ღვინოს და 150 000 ბოთლ შამპანურს აწარმოებდნენ. მხოლოდ ვარციხის ღვინის სარდაფებიდან მეწარმეები ყოველწლიურად რუსეთში გზავნიდნენ 20-30 ათას სათლ ღვინოს, 30-40 ათას ბოთლ შამპანურს და 60 ათას ბოთლ კონიაკს. ანანოვების მეურნეობას თანამედროვეები დაქირავებული შრომის გამოყენების ნიმუშად მიიჩნევდნენ, მათი ქარხნები მთელი რუსეთის მასშტაბით კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და საერთაშორისო სიგელები და მედლებიც მრავლად ჰქონდათ მოპოვებული. 1866 წელს, ალექსანდრე ანანოვის ვაჟიშვილები მიხრან და აბგარ ანანოვები, გაემგზავრნენ პეტერბურგში და რკინიგზის ადმინისტრაციაში სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ანანოვების ინტერესი დაკმაყოფილდა, ბიზნესის წარმოება მათთვის გაიოლდა, მაგრამ ქუთაისი დიდი ხნით ჩამორჩა რკინიგზის მაგისტრალს, ეკონომიკური ჩიხი გახდა და ისედაც ღარიბი ქალაქი უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ანანოვები მოგვიანებით მიხვდნენ საკუთარ შეცდომას და როდესაც რკინიგზის ხაზი ქუთაისზე გავიდა, დიდი წილი თანხა ამ პროექტის დასაფინანსებლად სწორედ ანანოვებმა გაიღეს. ანანოვები ქველმოქმედებითაც იყვნენ ცნობილები. მათ დააფინანსეს გერმანული პანსიონი, რომელშიც სკოლა იყო განთავსებული და ერთ-ერთ მისტიკურ შენობად ითვლება სოლოლაკში. მათ სახელს უკავშირდება ასევე სმენადაქვეითებულ ბავშვთა პანსიონის აშენება და მიხრან (მაქსიმე) ანანოვი მთელი ცხოვრება აფინანსებდა ამ პანსიონს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანანოვები ავსტრიაში გადასახლდნენ. მათი დიდებული სასახლე ჯერ საბავშვო ბაღად, შემდეგ კი სასტუმროდ გადაკეთდა. მეურნეობა და ვარციხის ქარხანა, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, "სამტრესტში" გაერთიანდა.  ივანე ანანოვის შვილიშვილი, ალექსანდრე ანანოვის შვილი, აბგარ ანანოვის ძმა. მეღვინე.

წყარო: გამქრალი ანანოვები / თინათინ ფერაძე // გზავნილი ბაღდათიდან.- თბილისი, 2017.- გვ.54-55.; ტფილისური ამბები - გავაცოცხლოთ ძველი თბილისი: m.facebook.com


გააზიარე: