The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს. 
2003-2005წწ. მუშაობდა "ადვოკატთა ასოციაცია"-ში; 2005-2007წწ. ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტად; 2007 წელს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად; 2007-2008წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ; 2008-2012წ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2020წწ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2020წწ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2015-2020წწ. იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017-2021წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2020 წლის ივნისიდან ივლისამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2020 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: