The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ანდრონიკაშვილი

თამარ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1988  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

17 წლის თამარი ხერხემლის პრობლემების გამო ექიმის რეკომენდაციით საფრანგეთში წაიყვანეს სამკურნალოდ,  იგი საფრანგეთში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო, რათა შედეგისთვის მიეღწიათ. სამკურნალოდ სანატორიუმში დატოვეს. ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩააკითხავდნენ და ჩამოიყვანდნენ, მაგრამ ამ დროს რევოლუციამ იფეთქა, რის გამოც თამარი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. მშობლებმა ვეღარ ჩააკითხეს, იქ დარჩა, გათხოვდა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად; თამარ ანდრონიკაშვილი ემიგრაციაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო; ცხოვრობდა ტოლსტოის სახელობის ემიგრანტების სახლში; სიცოცხლე დაასრულა მოხუცთა თავშესაფარში, მაიამიში, 87 წლის ასაკში. ნატო ვაჩნაძისა და კირა ანდრონიკაშვილის უფროსი და.

წყარო: უცნობი თამარი : ინტერვიუ / კირა ანდრონიკაშვილი //კვირის პალიტრა .- თბილისი, 2022.-26 სექტემბერი-2 ოქტომბერი .- N 39 (1470) .- გვ.22


გააზიარე: