The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მაისურაძე

ალექსანდრე მაისურაძე
Date of birth:6 September, 1973  (50 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს; ინტენსიური ენის კურსი ნევადის უნივერსიტეტი, (აშშ) 1998 წელს; ჯორჯ ს. მარშალის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის კურსი – ლიდერები 21-ე საუკუნისთვის, გარმიშ-პარტენკირხენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1998 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 1995 წელს;  ნატოს თავდაცვის კოლეჯი (IPOC) 2002 წელს; ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი ევროპული უსაფრთხოების კურსი, ქ. ჟენევა, შვეიცარიის კონფედერაცია 2003 წელს.
1998-2000წწ. იყო უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს ატაშე; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს მეორე მდივანი; 2000-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2002-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლისა და ახალი საფრთხეების სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2006-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2008-2012წწ. ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; 2012-2015წწ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2015-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2020 წლიდან ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.112


Share: