The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე
Date of birth:12 March, 1968  (56 years)
Category:Diplomat, Educator

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ვილიამს კოლეჯი, მასაჩუსეტსი, აშშ, (გაცვლითი სტუდენტი) 1989 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1992 წელს; 1995-1996წწ. სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (პრაღა, ბუდაპეშტი), მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროპულ სწავლებებში; 2004 წელს და 2006 წელს გავლილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული კურსები, ამერიკული უნივერსიტეტი (AU) და მერილენდის უნივერსიტეტი.
1991-1992წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი; 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის პარტნიორულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში; 1995 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1998 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი; 1999-2002წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თურქეთის რესპუბლიკაში; 2003 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიოს საზღვაო ორგანიზაციაში; 2013 წლიდან საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი; 2014 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.39


Share: