The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქელეჩბი ნიგურიანი

Date of birth:1902
Date of death:1994  (at 92 years)
Category:Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაიბადა ცნობილი მედიატორის ოჯახში. იგი ახალგაზრდობიდან ეზიარა სვანური სამართლის სიბრძნეს და მესტიაში არ იყო არცერთი საქმე, რომ მის გარჩევაში მონაწილეობა არ მიეღო. შემდგომში, მან მამის მეგობრებთან ერთად მთელ ზემო სვანეთში დაიწყო სვანური სამართლის მიხედვით საქმეების გარჩევა. ეს ეხება ძირითადად იმ პერიოდს, როცა საბჭოთა წყობილებამ დაიწყო გადამტერებული ოჯახების და გვარების შერიგება. იგი მთელი მონდომებითა და მდიდარი გამოცდილებით ჩაება ამ საქმეში და უდიდესი წვლილი შეიტანა მესტიის რაიონში მშვიდობიანობის დამყარების საქმეში. მას მუდმივად ირჩევდნენ მესტიის სასოფლო საბჭოს დეპუტატად. ზემო სვანეთის ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება, ცნობილი მედიატორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.274


Share: