Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა გუნია (დეკანოზი )
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2011 წელს მიენიჭა თსუ-ს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თემა: "საპასექო გამოთვლები "მცხეთის დავითნის" A-38 ხელნაწერის მიხედვით"); 2013 წელს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თემა: "წელიწადის ცნების თეოლოგიური ასპექტები და საეკლესიო კალენდრის მოდელირების საკითხი"); 2013 წელს აირჩიეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორად; 2013 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი. საეკლესიო მორჩილებები: 1990-1992წწ. იყო სტიქაროსანი და მედავითნე თბილისის კლდის უბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში; 1991-1994წწ. სეფისკვერების მცხობელი თბილისის სასულიერო აკადემიაში; 1993-1998წწ. ვაჟ მგალობელთა გუნდის რეგენტი თბილისში ჩუღურეთში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში; 1992-2002წწ. თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მედავითნე. ხელდასხმა, სასულიერო ხარისხი და დაჯილდოება: 2002 წლის 17 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; 2002 წლის 22 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად; 2006 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 2008 წლის 15 ოქტომბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; 2008 წლის 9 დეკემბერს დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. სატაძრო მსახურება: 2002 წლის 17 თებერვლიდან 8 დეკემბრამდე თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დიაკონია; 2002-2003წწ. თბილისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელმსახური; 2003-2008წწ. სოლოლაკში მდებარე ამღლების ტაძრის წინამძღვარი; 2008-2010წწ. თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი; 2010-2012წწ. თბილისის წმ. სამების ლავრის მღვდელმსახური; 2012 წლიდან თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი. საგანმანათლებლო დატვირთვა: 1994 წლიდან ლიტურგიკის ლექტორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში; 1994 წლიდან მედავითნეობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; 1997-2006წწ. ლიტურგიკის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობაზე; 2001-2003წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის ლექტორი; 2008-2015 წწ. სოხუმის სახ. უნივერსიტეტის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. არასაგანმანათლებლო დატვირთვა: 2010 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის საპატრიარქოს სკოლებთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2022 წლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე; სამეცნიერო კვლევის სფეროები: ლიტურგიკა, ლიტურგიკული ღვთისმეტყველება, საეკლესიო კალენდარი, პასქალიონი, საღმრთისმსახურო ტიპიკონები. ამ სფეროებში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და პუბლიკაციები. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |